შსს ინფორმაციით, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა და ქუჩის განათების ბოძი დააზიანა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე ნაწილით რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
↧