ბათუმის მუსიკალური ცენტრი ახალი პროექტების განხორციელებას იწყებს. ესენია – „დებიუტი“, „საუბრები ოპერაზე“ და „ავსტრიულ-ქართული პროექტი“. ბათუმის მუსიკალური ცენტრის პრეს-სპიკერის, სალომე ცეცხლაძის განმარტებით, პროექტები საოპერო ჟანრის უკეთ განვითარებას ითვალისწინებს. „სიახლეა ის რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა საოპერო ჟანრს და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებიც „დებიუტის“ ფარგლებში აქტიურად იქნებიან ჩართული ამ პროცესში. სტუდენტებს შეუძლიათ ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ […]
↧