აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის ვადა დღეს, 12 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით უსკოში 11 აგვისტოს 18:00 საათის მონაცემებით 15 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. 6 პოლიტიკური პარტიის განცხადება კი განხილვის პროცესშია. პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებსაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია არ აქვთ გავლილი, უსკოში 3 000 მხარდამჭერის ხელმოწერა 19 აგვისტომდე უნდა წარადგინონ. […]
↧