დღეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა ჩატარდა. ხდომაზე განიხილეს ხულოს, შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების გამგეობების შუამდგმლობა – 25 ეკომიგრანტი ოჯახის სამინისტროს პროგრამაში ჩართვის მიზნით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სხდომის შედეგად 24 ოჯახს გაეგზავნება შეთავაზება მოიძიონ შესასყიდად სასურველი საცხოვრებელი ფართები, ხოლო ერთი ოჯახის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება ეთხოვა მუნიციპალიტეტს. […]
↧