დღეს, 26 ივლისს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მედიაცენტრი გაიხსნა. მედიაცენტრში მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ წინასაარჩევნო პერიოდში მოაწყონ დისკუსიები და გაავრცელონ ინფორმაცია. ასევე დაგეგმილია მედიაბრიფინგების ორგანიზება, კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა/ჩატარება, ჟურნალისტებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და არჩევნების დღეს არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების […]
↧