„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პროცესის შეფასება და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. კომისია მარტში შეიქმნა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის პროგრამისათვის, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ეკომიგრანტები უნდა შეარჩიოს. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ შეფასებით „კომისიის მუშაობის სისტემა, პროცედურები მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებელი და გასაძლიერებელია“. გავრცელებულ განცხადებაში ჩამოთვლილ პრობლემებს შორისაა კომისიის მუშაობის პროცესისადმი კომისიის წევრების […]
↧