ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, მიქელაძეების ოჯახის ეზოსთან, მძიმე ტექნიკას ყოველ დღე ლოდები გადააქვს. მანქანიდან ჩამოვარდნილმა ლოდმა მიქელაძეების ავტომობილი ორჯერ დააზიანა. ოჯახი შიშობს, რომ შესაძლოა ადამიანის სიცოცხლესაც შეექმნას საფრთხე. სოფელ ჭინკაძეებში მთას რესულ მიქელაძის საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში აფეთქებენ. კლდიდან აფეთქების შედეგად ჩამოშლილი ინერტული მასალა მომპოვებელ კომპანიას სოფლიდან შიდა საუბნო გზის მეშვეობით გააქვს, საუბნო გზა კი რესულ […]
↧