„არაფერში არ ვცნობ თავს დამნაშავედ,“ – უპასუხა 29 წლის მინდია ქ.-მ მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს. მინდიას პროკურატურა საკუთარი ბებიისა და დედის ცემაში ადანაშაულებს. მას ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაც. მინდიას ბებიას პოლიციაში 16 აპრილს საღამოს დაურეკავს. პოლიციელებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბებიამ აღნიშნა, რომ შვილიშვილმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, სცემა. […]
↧