აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრის თანამდებობების დასაკავებლად 21 აპრილს გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია ცნობილია. უსკოს თავმდომარის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადი არ შეუტანია ყოფილ კანდიდატს დავით კვაჭაძეს, რომელიც უმაღლესმა საბჭომ ოთხჯერ არ აირჩია. უსკოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსში კანდიდატებად დარეგისტრირდნენ: რამაზ ბოლქვაძე, ოთარ დავითაძე, ნერიმან დიასამიძე, ლერი დუმბაძე, სოფიო კახაძე, მიხეილ კიკაბიძე, ვლადიმერ მამულაძე, ფარტენაძე დავითი, ქარცივაძე დავითი, ქარცივაძე გია და ძირკვაძე ნარგიზი. უსკოს წევრის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსში […]
↧