27 მაისს ბათუმში „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“ ღია დისკუსიას – „World Cafe“ გამართავს. ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტი მიზნად ისახავს ახალი თაობის განვითარებას, აზრთა და იდეათა გაცვლას, ნოვატორული იდეების განხორციელებას, აქტუალური პრობლემების გადაწყვეტასა და ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაზრდას ქვეყნის განვითარების პროცესებში. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა საკითხის გარშემო ერთ მაგიდასთან დაჯგუფებული 10-20-კაციანი ჯგუფები დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით. […]
↧