ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სამედიცინო მომსახურების თანხის გადაუხდელობას ედავება ე.ხ.-ს, რომელიც უკვე გარდაცვლილია. “გარდაცვლილის მეუღლემ სასამართლოს წარმოუდგინა გარდაცვალების მოწმობაც” – აღნიშნა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ. მან საქმის განხილვა გადადო, ვიდრე მემკვიდრეობის მისაღებად კანონით განსაზღვრული ექვსთვიანი ვადა არ გაივლის. “ჩვენთვის ინფორმაცია ამ პირის გარდაცვალების შესახებ ცნობილი არ იყო” – მიმართა მოსამართლეს “რესპუბლიკური საავადმყოფოს” წარმომადგენელმა, ნათია წულაიამ. ნათია წულაიას […]
↧