აჭარის უკიდურესად მაღალი სოფლიდან – მთისუბნიდან „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სოფლის ტყეებში მიმდინარეობს გამალებული უკანონო ჭრები და რომ „სოფელში ბათუმიდან ასულმა გიდებმა მხოლოდ ერთ საათში 53 უკანონო ჭრა გამოავლინეს“. სოფლის მცხოვრების თქმით, ხე-ტყის ჭრა მიმდინარეობს თავად ტყის მცველების, მათ შორის ხულოს მუნიციპალიტეტის სატყეოს ხელმძღვანელის ხელშეწყობით. „დავურეკე ხულოს სატყეოს უფროსს, ასევე ვუთხარი ტყის მცველს, რომ […]
↧