ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აჭარის რეგიონში სიდიდით პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ვებგვერდის მონაცემებით, იგი 9 ფაკულტეტს, 141-მდე მოსამზადებელ, პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და რეზიდენტურის საგანმანათლებლო პროგრამას აერთიანებს. 2007 წლიდან ბსუ-ს საკუთარი გამომცემლობა და სტამბაც გააჩნია, თუმცა რა სიხშირით თარგმნის უნივერსიტეტი სასწავლო ლიტერატურას, ზუსტ ციფრს უნივერსიტეტში ვერ ასახელებენ. პროფესიული ლიტერატურის ქართულ ენაზე სათარგმნად პროგრამა უნივერსიტეტში […]
↧