ბათუმში მდებარე კინოთეატრი „აპოლო“ აქციას იწყებს. ყოველი კვირის ოთხშაბათს, ნებისმიერ კინოსეანსზე ბილეთის ფასი 5 ლარი იქნება. „ფასდაკლება გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ გაიზარდოს მაყურებლების რაოდენობა და ასევე, ფასდაკლების სხვადასხვა აქციას ვამჯობინეთ ერთიანი ფასდაკლება, რომელიც ერთი დღის მანძილზე ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და ნებისმიერ მაყურებელს შეეძლება ნახოს ფილმები შეღავათიან ფასად“ – ამბობს ლევან ხუჯაძე, კინოთეატრ „აპოლოს“ მენეჯერი. მისი თქმით […]
↧