ბათუმის საკრებულოს კომისიებმა დღეს ბათუმის მერის მიერ წარმოდგენილი „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს. გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარუდგინა. მისი ინფორმაციით, „2017 წელს პრიორიტეტული ქალაქის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება იყო. […]
↧