„ასეთი ტენდერების ჩატარებას მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ გაბედავდა. დარწმუნებული ვართ, ამის უკან აჭარის მთავრობა დგას,“ – განაცხადა დღეს ირაკლი ბარამიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრაქციიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატს ეჭვი კორუფციაზე აქვს, რის დასადასტურებლად მან ორი ტენდერის დოკუმენტაცია წარმოადგინა. ორივე ტენდერში ერთი კომპანიაა გამარჯვებული, რომელიც სხვებთან შედარებით ყველაზე ძვირად მოემსახურა სახელმწიფოს: პირველი ტენდერი სასათბურე […]
↧