საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, დღეს 15 აპრილს, სერბულ ზრენიანში დაწყებული ევროპის ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა პირველი ლიცენზია მოიპოვა, რომელიც შმაგი ბოლქვაძის ანგარიშზეა. ქართველი ფალავანი 66 კგ კატეგორიის ფინალში გავიდა და ოლიმპიური ლიცენზიაც გაინაღდა. ფინალამდე ბოლქვაძემ სამ მეტოქეს მოუგო: მარიუს ტომესენი 6-0, ბულგარელი კონსტანტინ სტასი 4-0 ხოლო ნახევარფინალში კი პოლონელი დავიდ კარეჩინსკი 5-0 დაამარცხა. ფინალში […]
↧