16 აპრილს, ბათუმში, ხელოვების უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი, პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე გამართავს საჯარო ლექციას თემაზე – “განათლების მნიშვნელობა”. საჯარო ლექცია გაიმართება საქართველის პროფესიული განვითარების ცენტრის – GPDC – ორგანიზებით. ლექცია 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
↧