სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით ბათუმში ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის წესის დარღვევის შემთხვევა დაფიქსირდა. სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ეთერ ჟორდანიას თქმით, საქმე ეხება ბათუმში ერთ-ერთ ახალგახსნილ ავტორიზებულ აფთიაქს. “კონტროლის შედეგად გამოვლინდა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტები, სათანადო რეცეპტის გარეშე. ასევე გამოვლინდა ფსიქოტროპული მედიკამენტების აღრიცხვის წესის დარღვევა. ნაწილ ფსიქოტროპულ სამკურნალო საშუალებებზე ვერ იქნა წარმოდგენილი მიღების […]
↧