სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო კომიქსის პროექტს იწყებს. პროექტის მიზანს, რომელიც აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ნიჭიერი მხატვრებისა და მწერლების ჯგუფის ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც შექმნის კომიქსს საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებზე. პროექტში მონაწილეობისათვის, ორგანიზატორები იწვევენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ ხატვა/წერა და სურვილი აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ან/და მიიღონ გამოცდილება კომიქსების შექმნაში. კომიქსისათვის მწერლისა და მხატვრის პოზიცია ანაზღაურებადია […]
↧