სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს მონაცემებით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევის გამო სულ 576 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 448 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 2 – დგომის მეთოდის დარღვევის გამო, 80 – ნიშანში დგომისთვის, 19 – ტროტუარზე დგომისთვის, 20 -დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 7 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
↧