„ბათუმელების“ ინფორმაციით, 30 მარტს, საღამოს, ბათუმში, საზღვაო აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი ცივი იარაღით [დანით] დაჭრეს. დაჭრილი [რომელსაც ერთი ჭრილობა ჰქონდა ზურგის არეში] ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, გაუკეთდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა, მედპერსონალის თქმით, ამჟამად სტაბილურია; არასრულწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე საქმე აღძრულია სს კოდექსის 117-ე მუხლის […]
↧