აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ერთ მხატვრულ და ოთხ დოკუმენტურ ან/და მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებისა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს შეისყიდის. სამინისტროს განცხადებით, დაფინანსდება ის კინოპროექტები, რომლებსაც კონკურსში გამარჯვებულად სპეციალური კომისია გამოავლენს. დაფინანსება პროგრამის – აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა – ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც ჯამში 138 840 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხაში შედის საკონკურსო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურებაც […]
↧