პირს, რომელმაც ცოლის ცემა აღიარა, მოსამართლე ირაკლი შავაძემ ერთწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. საპროცესო შეთანხმება პროკურორმა გიორგი რამიშვილმა მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. კანონის თანახმად, ასეთ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია, მხარეთა მოთხოვნა შეასრულოს. როგორც მსჯავრდებული თ.ბ.-ს ადვოკატი, პაატა ბოლქვაძე ამბობს, ძალადობის მსხვერპლს მოძალადე ქმრისთვის არ უჩივლია და ინფორმაცია სამართალდამცეველებმა მეზობლებისგან გაიგეს. „ჩემი დაცვის […]
↧