გულდასაწყვეტია, რომ გაზეთის ფურცლებით მელოდიებს ვერ გიზიარებთ, თუმცა, ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრი ის ფენომენია, რომელზეც აუცილებლად უნდა გიამბოთ… საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი 1991 წელს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებასთან ერთად შეიქმნა. თავდაპირველად ორკესტრის რეპერტუარში, ძირითადად, სახელმწიფო ჰიმნები, სამხედრო მარშები და სამგლოვიარო მუსიკალური ნაწარმოებები შედიოდა, ბოლო პერიოდში კი ორკესტრი მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორების კლასიკურ და […]
↧