Quantcast
Channel: Batumelebi
Viewing all articles
Browse latest Browse all 41858

ბათუმის სინაგოგაში ფურიმის დღესასწაული აღნიშნეს

$
0
0
ფურიმის დღესაწაულის აღსანიშნავად ბათუმის სინაგოგაში მუსიკალური საღამო მოეწყო. სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული ცეკვები ბავშვებმა შეასრულეს. წარმოდგენას ბათუმის მერი – გიორგი ერმაკოვიც დაესწრო. ფურიმი მხიარულების დღესასწაულად მიიჩნევა და იგი სპარსეთში მცხოვრები ებრაელების გადარჩენის აღსანიშნავად დაწესდა. ფურიმისთვის ძირითადად კოსტიუმირებული მსვლელობები ეწყობა და ბავშვებს საჩუქრებით, ასევე ტკბილეულით ასაჩუქრებენ. ფურიმის დროს ადამიანებს ღვინის განუსაზღვრელი რაოდენობით დალევის უფლება აქვთ.

Viewing all articles
Browse latest Browse all 41858

Trending Articles