შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დეკლარირების წესის დარღვევით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა. „პუნქტის კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული რუსეთის მოქალაქე ზ.კ.-ის კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 270,21 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის დიდი ნაწილი მგზავრს დამალული ჰქონდა სხეულზე, ხოლო მცირედი ნაწილი ხელჩანთაში ჰქონდა მოთავსებული. საქონლის საბაჟო […]
↧