12-13 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო „აისში“ (ბათუმი, გორგასლისა და გრიბოედოვის ქ. 153/29) საქართველოს რეგიონებში მომუშავე 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიკრიბება და ეკომიგრანტებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობის დოკუმენტს განიხილავს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეკომიგრაციის სფეროში დღეს არსებულ პრობლემებზე გამართავენ დისკუსიას და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების ინიციატივებზე იმსჯელებენ, კერძოდ, ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანიაზე და მიგრაციის მართვის […]
↧