„პორტა ბათუმის“ მშენებარე ნაგებობიდან მამაკაცის ჩამოვარდნის გამო, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. 40 წლის მუშა, რომელიც მშენებარე ობიექტის მეექვსე სართულიდან ჩამოვარდა, ადგილზევე დაიღუპა. მშენებლობა ბათუმის ცენტრში, ანბანის კოშკის გვერდით მიმდინარეობს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ობიექტი უცხოელ ინვესტორს ეკუთვნის. როგორც „პორტა ბათუმის“ კადრების განყოფილებაში გვეუბნებიან, ამ […]
↧