ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს, 17:00 სთ-მდე ნაწილობრივ გადაიკეტება ბარათაშვილის ქუჩა, ვინაიდან მიმდინარეობს ზებრა გადასასვლელების, გზის გამყოფი ზოლებისა და პარკირების ადგილების განახლება/გადაღებვა. სამუშაოები სხვადასხვა ქუჩაზე ეტაპობრივად ხორციელდება და მოსახლეობას წინასწარ ეცნობება ინფორმაცია იმ ქუჩების შესახებ, რომლებზეც სამუშაოების განხორციელება იგეგმება, – აცხადებენ მერიაში. ბათუმის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია სამუშაოები ჩატარდეს მდგრად, მზიან ამინდში, „შესაბამისად, მონიშვნები […]
↧