ბათუმის საქალაქო სასამართლო განაგრძობს ზაზა ართმელაძის საქმის განხილვას. მას პროკურატურა უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც რამდენიმე პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საუბარია ქობულეთში, 2015 წლის 10 მაისს სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ხანძარზე, რამაც გასტროლზე მყოფი რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის, „სიხარული 2“-ის 3 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოსამართლე ირაკლი შავაძემ უკვე მოისმინა პოლიციელების და რამდენიმე მოწმის ჩვენება, ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს […]
↧