როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახიდან აცნობეს, წუხელ, 23 მარტს, ბათუმში, გოდერძი ჩოხელის ჩიხში, სავარაუდოდ სამი ოჯახი გაქურდეს. სახლის გაქურდვის ფაქტი ასევე დაფიქსირდა ჭავჭავაძის ქუჩაზე. „ჩვენი სახლიდან წაღებულია კომპიუტერები და სხვა აპარატურა. თანხაც. ხალხი გარეთაა და ამბობენ, რომ მეზობლებთანაც იგივე მდგომარეობაა. მგონი სამ სახლში მაინც არის ქურდი შესული. პოლიცია გამოვიძახეთ. ალბათ გაარკვევენ ზუსტად რამდენი სახლია გაქურდული“, – […]
↧