„ენერგო-პრო“ ჯორჯიას ინფორმაციით, დღეს, 23 მარტს, ელექტროენერგიის მიწოდება დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე შეუწყდება 750 აბონენტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მირვეთში, მარადიდში, კირნათში, აჭარის წყალსა და კაპნისთავში. დღესვე, დღის 3 საათიდან 4 საათამდე შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება 2 200 აბონენტს ზემო აჭარის სოფლებში: ღორჯომში, დიდაჭარაში, აგარასა და ნამონასტრევში.
↧