ეს ფოტოები ბათუმის მერიის ცენტრალურ ფოიეშია გადაღებული. კიბის მარცხენა მხარეს ყვავილის ქოთანში სიგარეტის და ნამწვავებიანი კოლოფებია ჩადებული. თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საჯარო დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა აკრძალულია. დაწესებულებას უნდა ჰქონდეს სპეციალური მოსაწევი ადგილი გამოყოფილი, სხვა შემთხვევაში, საჯარო სივრცეში თამბაქოს მოწევა საერთოდ იკრძალება. „თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის“ მიხედვით, კანონდამრღვევი პირველ შემთხვევაში 5 ლარით ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში […]
↧