ბათუმის მერია კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირებსაც. თითოეული პროექტის დასაფინანსებლად ბათუმის მერიიდან მოთხოვნილი თანხა 10 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტი ჯამში 250 000 ლარია. საუკეთესო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც რეგიონში ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას უნდა ემსახურებოდეს, კონკურსის წესით შეირჩევა. კომისია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელს განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან […]
↧