ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სულხან ევგენიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ჩაქვი-ბუკნარის მონაკვეთზე გარეგანათების ბოძების ამოთხრა მრავალწლოვანი ხის ტრანსპორტირებას არ უკავშირდება. „ეს არის მიმდინარე სამუშაო გარეგანათების ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის პროგრამის ფარგლებში, რისთვისაც მუნიციპალიტეტს ჯამში 280 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. არის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია გარეგანათებაზე. ჩვენ არ ვართ ვალდებული რაიმე ნებართვა გავცეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფორმირებული ვართ, რომ მიმდინარეობს […]
↧