მოქალაქე, ვინც პატრულს სასამართლოში უჩივლა, დავით ოქროპილაშვილია. ის ამერიკის მოქალაქეა. ბათუმის კარიბჭესთან, გასული წლის ზაფხულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვდვის გამო იგი პატრულმა 250 ლარით დააჯარიმა. საქმეს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე განიხილავს. “ჩვენ წარმოვადგინეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებს იმას, რომ ავარია დავით ოქროპილაშვილის მიზეზით არ მომხდარა”, – უთხრა მოსამართლეს ტოგო ჭელიძემ. ის სასამართლოში დავით ოქროპილაშვილის ინტერესებს იცავს. […]
↧