ქობულეთში ერთ-ერთ ქუჩაზე მცხოვრები ხანდაზმული ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. მოხუცს, როგორც თავად ამბობს, შვილიშვილი უყვირის და უცენზურო სიტყვებით მიმართავს, ამის შესახებ ინფორმაციას ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ ავრცელებს. საქმე ის არის, რომ 79 წლის ქალსა და მის შვილიშვილს შორის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა, რითაც სახლის ერთპიროვნული მესაკუთრე შვილიშვილი გახდა. როგორც ასოციაციის იურისტი მარინე ჟღენტი ამბობს, მოხუცს შვილიშვილისთვის […]
↧