ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის ასაშენებლად ბათუმის მერია ტენდერს უკვე მეექვსედ აცხადებს. ამჯერად გამარტივებული წესით და მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე, ვინაიდან წინა [მეოთხე] ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ენერგოსექტორმშენს“ ბათუმის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამ კომპანიასთან 4 899 998 ლარზე იყო გაფორმებული ხელშეკრულება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სამუშაოები შესრულდა, ამჯერად ტენდერი მაინც 4 116 170 ლარზეა გამოცხადებული. მეხუთე ტენდერი მერიამ მიმდინარე […]
↧