ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დღეს დილიდან სოფლებში ნაგვის ურნების განთავსება დაიწყო. სანაგვე კონტეინერები ქედის 64-ვე სოფელში იქნება და ძირითადად, სოფლის ცენტრებში ან იმ მდინარეებისა თუ ხევების მიმდებარედ განთავსდება, სადაც სოფლის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრის. ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას წელს პირველად ქედის გამგეობის შპს „ქედის კომუნალურსერვისი“ უზრუნველყოფს, რისთვისაც გამგეობამ კომპანიას საკურებაში 2017 წელს სესხით ნაყიდი, სპეციალური ნაგავმზიდიც […]
↧