ბათუმში გორგილაძის #22-ში, ძეგლის დაცვის ზონაში შპს „მინი-77“ ორი ათსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ამ ქუჩის #18-ში, 19-ში და 37-ში ძეგლის სტატუსის მქონე შენობები მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს უნდა შეათანხმოს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის შესახებ კანონით ძეგლის დაცვის არეალში დაუშვებელია ისეთი მასშტაბების მშენებლობა, რომელიც დაჩრდილავს ძეგლს. ძეგლის დაცვის […]
↧