მას შემდეგ, რაც სასამართლოს სამივე ინსტანციამ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ვახტანგ წულაძის ხელმოწერილი ბრძანება უკანონოდ მიიჩნია, სასამართლოს ამჯერად სარჩელით სამმართველომ მიმართა. მოთხოვნა ასეთია: სამსახურში აღდგენილი თანამშრომლისთვის გადახდილი განაცდურის ნაწილის უკან დაბრუნება. მოპასუხე აღსრულების ბიუროა, რადგან სწორედ მან ჩამოაჭრა სამმართველოს ოფიციალური ანგარიშიდან თანხა იძულების წესით, როცა ვახტანგ წულაძემ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებაზე უარი […]
↧