ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას პროკურატურა სამ პირს ედავება. საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სამივეს 7-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. მთავარი მოწმე ბათუმში მდებარე ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერია, რომელსაც ჩვენება გამოძიებისთვის არ მიუცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა და საუბარი უჭირს. მენეჯერი აზერბაიჯანის მოქალაქეა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებს თავდაპირველად შელაპარაკება ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორთან […]
↧