საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოკოლადის ნაწარმისა და კარამელის კანფეტის შესყიდვაზე ერთობლივი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა 1 მილიონ 58 ათას 989 ლარია. სამინისტრო, სატენდერო პირობის თანახმად, 104 ტონაზე მეტ შოკოლადსა და 125 კილოგრამ კარამელის კანფეტს შეისყიდის. აქედან: ლოჯისტიკის დეპარტამენტისთვის – 76 260 კგ შოკოლადს და 110 კგ კარამელს; სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისთვის – 5 500 კგ შოკოლადს […]
↧