„დიდი ხანი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რა პროფესიაში ვიყავი. თეატრში მუშაობის ალბათ მეექვსე წელს მივხვდი, რომ სცენაზე უნდა დავრჩენილიყავი“, – ამბობს დათო ჯაყელი. პოპულარული ქართული სერიალების – „ხელოვნური სუნთქვისა“ და „ჩემი ცოლის დაქალების“ შემდეგ, მსახიობი გასტროლებისთვის ემზადება. ბათუმის „ახალი სცენა“ პოლონეთსა და ლიტვაში ორი სპექტაკლით მიდის. დავით ჯაყელი თეატრის გასტროლებსა და თავის შემოქმედებით ცხოვრებაზე „ბათუმელებთან“ საუბრობს. […]
↧