ბათუმის მერიის ინფომრაციით, ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების გამო, წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება დაბა მახინჯაურის, ჩაქვისა და განთიადის აბონენტებს. მერიის პრესსამსახურის ცნობით, პრობლემის აღმოსაფხვრელად ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სასმელი წყლის მიწოდება, ეტაპობრივად, რამდენიმე საათში აღდგება.
↧