მოწმის სახით დაბარებული გ.მ. სასამართლო დარბაზში აპირებდა შესვლას, როცა პოლიციელებმა ის ნარკოლოგიურში გადაიყვანეს. გ.მ. „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ პოლიციელებმა იგი აიძულეს ჩვენება არ მიეცა. შემთხვევა გუშინ, 13 თებერვალს მოხდა. გ.მ. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩიძესთან უნდა გამოცხადებულიყო, რომელიც ქურდობის საქმეს განიხილავს. „სასამართლოს შენობასთან რამდენიმე პოლიციელი დაგვხვდა, დედაჩემი მახლდა და ბიძაჩემი. პოლიციელებმა მითხრეს, არ შეხვიდე დარბაზში, თორემ ნარკოტიკს ჩაგიდებთ, […]
↧