ბათუმში, გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მდებარე ყოფილი კოლეჯის შენობის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის ბიუჯეტში 2 მილიონ 703 ათას 154 ლარია გათვალისწინებული. შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბოლო დროს ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლობდნენ. ორსართულიანი შენობა ამჯერად დაცლილია. მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერიც დასრულდა. შენობის რეაბილიტაციას, ასევე მასზე მესამე სართულისა და ვერანდის დაშენებას, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს კომპანია – შპს „ალიგატორი1“ […]
↧