შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში მეწყერი ჩამოწვა. ჩაკეტილია სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა. ადგილის შესწავლას განაგრძობენ გეოლოგები, რომლებიც დასკვნას პარასკევს დადებენ. გეოლოგიური დასკვნის შედეგად განისაზღვრება, ემუქრება თუ არა საფრთხე ჩანჩხალოს რომელიმე მცხოვრებს. „ეს არის ახალი მეწყრული კერა. ამ ადგილებში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან აქტიურია მეწყერი. ბოლოს აქ მეწყერი 2005 წელს ჩამოწვა,“- უთხრა „ბათუმელებს“ მამუკა ფუტკარაძემ, აჭარის გარემოს დაცვის […]
↧