„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ამტკიცებს, რომ ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი მილიონობით ლარს არამიზნობრივად ხარჯავს. მისი ინფორმაციით, გასულ წელს უნივერსიტეტის ხარჯმა ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით, ასევე მივლინებებისთვის გათვალსწინებული თანხის ჩათვლით, რვა მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა, სხვას ამბობს დოკუმენტი, რომელიც მან ბრიფინგზე მტკიცებულების სახით წარმოადგინა. მტკიცებულება საჯარო ინფორმაციაა, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, ელგუჯა ბაგრატიონს […]
↧